აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ დღეს დატოვებს

01 სექტემბერი 2017, 00:00 3023 ნახვა

 აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი თანამდებობას სავარაუდოდ დღეს დატოვებს. ლაშა კომახიძე გადადგომის შესახებ განცხადებით ზურაბ პატარაძეს მიმართავს. როგორც „მთავარისთვის“  გახდა  ცნობილი, ის წინასარჩეენო კამპანიაში ჩაეთვება. “ქართული ოცნება”  ბათუმის მერობის კანდიდატად სწორედ ლაშა კომახიძეს დაასახლეებს .

ლაშა კომახიძე სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობაზე 2016 წლის 18 ივლისიდან მუშაობს. მანამდე ის გაეროს პროექტების კოორდინატორი იყო, სოფლის მეურნეობის დარგში. უფრო ადრე კი, 1997 წლიდან 2000 წლამდე „საზღვაო ბანკის“ საინვესტიციო განყოფილების უფროსად მუშაობდა. იყო აჭარის ხაზინის უფროსიც.

რაც შეეხება ბათუმის მოქმედ მერს, გიორგი  ერმაკოვი აღნიშნულ თანამდებობას 2014 წლიდან იკავებს. მან არჩევნებში გამარჯვება 4 წლის წინ მეორე ტურში მოიპოვა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი