ხელვაჩაურში, სოფელ ზედა მახოში ხანძარია

31 აგვისტო 2017, 00:00 4514 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ზედა მახოში ხანძარია. ამ წუთებში სურმანიძეების  საცხოვრებელი სახლი იწვის. ნაგებობა ხის  იყო, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა. ადგილზე სახანძრო სამაშველო სამსახურის 5 ბრიგადაა მობილიზებული.

სურმანიძეების 5 წევრიანი ოჯახიდან, ხანძრის გაჩენის მომენტში სახლში მხოლოდ ერთი ქალი და მცირეწლოვანი ბავშვი იმყოფებოდნენ. დედამ ცეცხლმოკიდებული სახლიდან შვილის უვნებლად გამოყვანა  მოახერხა.  საცხოვრებლიდან ნივთების გამოტანა კი ვერ მოასწრეს.  

სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზები ამ დროისთვის უცნობია. ადგილზე რჩებიან სახანძრო სამსახურის ბრიგადები და ცეცხლის კერებს აქრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმე  187-ე მუხლით აღიძრა, რაც ცეცხლის წაკიდებით სხვისი  ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი