საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა პროკურატურას მიმართა, იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსს კი საყვედური გამოუცხადა

31 აგვისტო 2017, 00:00 3925 ნახვა

საყვედური იურიდიული მხარდაჭერის სამსახურის უფროსს და მიმართვა აჭარის პროკურატურას - საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორმა დღეს პრეს-კონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

ნათია კაპანაძე ამბობს, რომ შესაძლოა მალხაზ ბოლქვაძის მიერ პროკურატურაში დისკრიმინაციის ბრალდებით შეტანილი განცხადების უკან გარე-ძალები იდგნენ. ფაქტს შანტაჟის მცდელობად აფასებს. იგი პროკურატურას მოუწოდებს მაქსიმალურად მოკლე ვადაში დაასრულოს მოკვლევა.

მაუწყებელში დასრულებულია შიდა დისციპლინური წარმოება – მაუწყებლის დირექტორმა მალხაზ ბოლქვაძეს საყვედური გამოუცხადა, ასევე გააფრთხილა და კონკრეტული ვადა განუსაზღვრა მიცემული დავალებების შესასრულებლად, რასაც იურისტი არ აპირებს. მალხაზ ბოლქვაძე აცხადებს, რომ დირექტორი იმ დოკუმენტების მომზადებას სთხოვს, რაც სხვა სამსახურებმა უკვე მოამზადეს, ერთ-ერთ დავალებაზე კი ამბობს, რომ სპეციფიკურ ცოდნას მოითხოვს

ამავე კატეგორიაში