13 ივნისის ტრაგედიის გახსენებით დაიწყო გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სტიქიის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ 65 ოჯახს მთავრობამ საცხოვრისის შესაძენად თანხა უკვე გამოუყო, უმრავლესობა კი დაბინავებულია და პროცესი გრძელდება, დაზარალებულთა ნაწილის ადამიანის საცხოვრებელს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება. მთავრობის მეთაურმა დღევანდელ სხდომაზე გასულ წელს დაღუპული მაშველი ზურაბ მუზაშვილი გაიხსენა, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე 8 ადამიანის გადარჩენას შესწირა.