დღეს ''მთავარი 9''-ზე ნახავთ

30 აგვისტო 2017, 00:00 2093 ნახვა

• აბასთუმანში კვლავ ხანძარს ებრძვიან. ლოკალიზაცია-სალიკვიდაციო ოპერაციაში ცოცხალი ძალა, მოხალისეები, ქართული და საერთაშორისო ავიაციაა ჩართული. შინაგან საქმეთა მინისტრის სუბიექტური აზრით, შესაძლოა ცეცხლი ხელოვნურად გააჩინეს – დივერსიაზე საუბრობენ ექსპერტებიც. ბოლო ინფრომაცია და ვითარება აბასთუმანში – გიორგი წეროძე ემზადება პირდაპირ ეთერში ჩართვისთვის. 

•  უკვე მეორედ გამოგზავნა ავიაცია თურქეთმა. ასევე ვერტმფრენით ეხმარება ქვეყანას აზერბაიჯანი. დახმარებისთვის მზადაა ირანი. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დღის მეორე ნახევარში ჩაერთო უკრაინული თვითმფრინავი. ორ თურქულ საჰაერო ძალას კი ხვალისთვის ელოდებიან. საერთაშორისო მხარდაჭერა პარტნიორი ქვეყნებისგან – რეპორტაჟი ნახეთ ნახევარ საათში. 

•  ქობულეთის გამგეობა გარემოს დაცვის ინსპექციამ გარემოზე მიყენებული ზიანისთვის დააჯარიმა. ინერტული მასალის უნებართვოთ მოპოვების შესახებ ინფორმაცია “მთავარში” 2 თვის წინ გავიდა. მაშინ გამგეობის წარმომადგენელი ამბობდა, რომ ჭოროხიდან ამოღებულ მასალას იქვე, პლაჟის მოსასწორებლად იყენებდნენ, რისთვისაც ნებართვა არ სჭირდებოდათ. თემის დეტალებს სოფო მაკარაძე მოგვიყვება მთავარში 9-ზე. 

• ტურისტები კარვებით ბათუმის ცენტრალურ ქუჩასთან, კერძო ტერიტორიაზე.  ბოტანიკური ბაღის გარდა, ბათუმში არ არსებობს შესაბამისი ინფრასტრუქტურით მოწყობილი ადგილები კემპინგისთვის.  სწორედ ამის საჭიროებასა და აუცილებლობაზე საუბრობენ ტურიზმის ექსპერტები. რას ამბობენ ბათუმის მერიასა და ეკონომიკის სამინისტროში? თამუნა გაზდელიანი მოგვიყვება დეტალებს. 

ეს ამბები, ამინდის პროგნოზი და სპორტი ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი