მომღერალი კახაბერ ცისკარიძე ბათუმის მერობისთვის მაინც იბრძოლებს

30 აგვისტო 2017, 00:00 7239 ნახვა

„ფაქტია, რომ ბათუმელებს არჩევნებში ჩემი მონაწილეობა სურთ. დამოუკიდებელ კანდიდატად ვაპირებდი, გარკვეული მიზეზების გამო რეგისტრაცია ვერ მოვასწარი.  ბათუმის მერობისთვის  აუცილებლად ვიბრძოლებ“ - აცხადებს კახაბერ ცისკარიძე. 
მისი თქმით ამჯერად ერთ-ერთი პარტიის კანდიდატი იქნება. კახაბერ ცისკარიძის განმარტებით არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად აღნიშნულ პარტიასთან თანამშრომლობა დასჭირდა. 

მომღერალი და პროდიუსერი ბათუმის მერობის დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრას აპირებდა. 28 აგვისტოს, ინიციატივის გახმოვანებიდან რამდენიმე საათში გაიგო, რომ დარეგისტრირებას ვერ მოახერხებდა. ბათუმის 79-ე ოლქის თავმჯდომარემ განაცხადა,  რომ კანონის თანახმად, საინიციატივო ჯგუფს კომისიისთვის რეგისტრაციის მოთხოვნით,  25 აგვისტომდე უნდა მიემართა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში