საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა რეგისტრაციის ვადა დღეს იწურება. ამ ეტაპზე საოლქოში 600 მდე განაცხადია შესული. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრები დააკომპლექტებენ. შესარჩევი ეტაპი სხდომაზე ჩატარდება, რომელიც 1 დან 5 სექტემბრამდე უნდა გაიმართოს. ბათუმის ოლქის თავმჯდომარის თქმით, წევრთა შერჩევის დროს ყურადღება მათ გამოცდილებას მიექცევა.