რატომ აღმოჩნდა მწვანე ნარგავები მოსაცდელებში

30 აგვისტო 2017, 00:00 4704 ნახვა

მწვანე ნარგავები მოსაცდელებში ქობულეთში ახალი მოსაცდელების ნაწილი მწვანე ზოლზეა განთავსებული, რის გამოცტროტუარზე დარგული ხეები კონსტრუქციის შიგნით მოექცა.

ქობულეთის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურში გვითხრეს, რომ მონტაჟი ჯერ არ დასრულებულა. ის მცენარეები კი, რომლებიც მოსაცდელში აღმოჩნდა გვერდით უნდა გადაირგოს. კითხვაზე რატომ ათავსებენ რკინის კონსტრუქციებს ბორდიურებზე? ზაზა კაიკაციშვილი გვპასუხობს, რომ მოსაცდელებისთვის სპეციალური ადგილები დატოვებული არ არის, რის გამოც საფეხმავლო ბილიკის გაჭრა გახდა აუცილებელი.

ქობულეთის მუნიციპალიტეტში, აღმაშენებლის ქუჩაზე სულ 33 ახალი მოსაცდელი მონტაჟდება.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში