აბასთუმანში სამაშველო ოპერაციაში უკრაინული თვითმფრინვიც ჩაერთვება

30 აგვისტო 2017, 00:00 2573 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით სამაშველო ოპერაციაში უკრაინული თვითმფრინვი AH32 ჩაერთვება. გიორგი მღებრიშვილის განცხადებით ეკიპაჟმა საწვავი ოდესაში შეავსო და უკვე გზაშია. აღნიშნულ თვითმფრინავს 8 ტონა წყლის ტრანსპორტირება შეუძლია. მინისტრი არ გამორიცხავს, რომ საჭიროების შემთხვევაში ოპერაციაში სხვა ქვეყნების ავიაციაც ჩაერთოს.

რაც შეეხება ცოცხალ ძალას, გიორგი მღებრიშვილის ინფორმაციით ამ დროისთვის ტერიტორიაზე 1000-ზე მეტი მეხანძრე მაშველი მუშაობს, ცოცხალი ძალის პრობლემა კი არ დგას. ტერიტორიაზე ხანძარსაწინააღმდეგო ოპერაციაში გენერალი მაზნიასვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონიცაა ჩართული. იმისათვის, რომ სახანზრო მანქანებმა ცეცხლის კერებამდე მისვლა შეძლონ, ტყეში სპეც ტექნიკის საშუალებით 5კმ გზა უკვე გაიჭრა.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში