საუბნო საარჩევნო კომისიები

29 აგვისტო 2017, 00:00 2099 ნახვა

1-დან 5 სექტემბრის ჩათვლით საოლქო საარჩევნო  კომისიებმა საუბნო საარჩევნო კომისიების 6-6 წევრი უნდა აირჩიონ. განაცხადების მიღება ხვალ სრულდება. დანარჩენ 7 წევრს კი პოლიტიკური პარტიები დანიშნავენ. ოფიციალურად მოთხოვნა არ არსებობს, თუმცა ყურადღება უნდა მიექცეს კვალიფიციურობას და საარჩევნო მოხელის სერტიფიკატის ქონას.

გასული არჩევნებისას მესამე სექტორმა და ოპოზიციურმა პარტიებმა ცესკო არაერთხელ გააკრიტიკა, დააფიქსირეს, რომ ოლქები წინასწარ შერჩეული სიით ხელმძღავნელობდნენ, ამბობდნენ, რომ ხელისუფლებამ საარჩევნო ადმინისტრაციების კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტების ტესტი ვერ ჩააბარა. როგორ შეარჩევენ ამომრჩეველთან უშუალო ურთიერთობაში მყოფ კადრებს – ამას მომდევნო კვირის დასაწყისში გავიგებთ, მანამდე კი ქეთი კაცაძე მოგვიყვება რა ხდებოდა გასული არჩევნებისას.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი