ზღვისპირა ქალაქში ბათუმობისთვის ემზადებიან

29 აგვისტო 2017, 00:00 2786 ნახვა

წელს, ბათუმობა  2-3 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები ტრადიციულად ძველ ბათუმში, მემედ აბაშიძის გამზირზე და ევროპის მოედანზე ჩატარდება. გასული წლისგან განსხვავებით  ქუჩებს ქოლგების ნაცვლად სხვადასხვა ფერის გირლანდებით მორთავენ. ღონისძიება 12:00 საათზე - საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალის ყვავილებით შემკობით დაიწყება. დაგეგმილია მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირზე, სასულე ორკესტრის თანხლებით. დღის განმავლობაში ევროპის მოედანზე ადგილობრივი მუსიკალური ბენდების კონცერტი გაიმართება.  12 საათსა და 45 წუთზე ბათუმობა 2017 საზეიმოდ  გაიხსნება. 


პარალელურად მთელი დღის განმავლობაში მემედ აბაშიძის ქუჩასა და ევროპის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე  ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა იგეგმება. ასევე განთავსდება ფოტო სტენდები და ბათუმის ინსტალაცია მოცულობითი ასოებით აწყობილი. ორგანიზატორებს დაგეგმილი აქვთ პლატონ გიგინეიშვილის სახლის წინ  ძველი ბათუმის ფოტოგამოფენა და პერფორმანსი.  ასევე თოჯინების თეატრის წარმოდგენები და საბავშვო გასართობი აქტივობებიც  გაიმართება. 

ღონისძიებები 21:00 საათზე ევროპის მოედანზე ბათუმის ჯაზ ბიგბენდის კონცერტით  დაასრულდება.  ანალოგიური  აქტივობები ბათუმობის მეორე დღესაც გაგრძელდება. დღესასწაულის დასკვნითი აკორდი გალა კონცერტი იქნება. რომელიც 3 სექტემბერს 21 საათზე ევროპის მოედანზე გაიმართება.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში