როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელ-ჭექის დროს

29 აგვისტო 2017, 00:00 10519 ნახვა

ელ-ჭექი ატმოსფერული მოვლენაა, რომლის დროსაც სქელ-გროვა წვიმის ღრუბლებში და დედამიწის ზედაპირს შორის წარმოიქმნება ძლიერი ელექტრული განმუხტვა -ელვა, რომელსაც თან ახლავს ქუხილი. დედამიწაზე ყოველწლიურად 100 მილიარდამდე ჭექა-ქუხილი ვითარდება. ელჭექიან დღეთა სიხშირით საქართველოში პირველ ადგილზეა სამხრეთ მთიანეთი (წელიწადში საშუალოდ 50-56 დღე, მაქსიმალური - 82 დღე).

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მეცნიერები, ყველანაირად ცდილობს სხვადასხვა სტიქიური პროცესისგან, რაც შეიძლება უკეთ ვიყოთ დაცული, სამყაროში არის მოვლენები, რომელთა თავიდან აცილებაც ფაქტიურად შეუძლებელია. როდესაც მეცნიერებმა მეხამრიდი გამოიგონეს და მისი გამოცდა (რამდენიმე ფიზიკოსის სიცოცხლის ფასად) მოაწყვეს, ბუნებაზე მოჩვენებითი გამარჯვებისგან ეიფორია იმდენად დიდი იყო, რომ მის საპატივცემულოდ საზეიმო მიღებებსა და მეჯლისებს მართავდნენ. მაგრამ იყო თუ არა ეს სრული გამარჯვება? სამწუხაროდ არა. თუმცა, გონივრული მოქცევით ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოდ მოსალოდნელი ზიანი.


როგორ მოვიქცეთ ძლიერი ელ-ჭექის დროს, თუ სახლში ვართ?
• გამორთეთ ელექტრო ხელსაწყოები.
• გამორთეთ ტელეფონი, ან დააყენეთ ავია რეჟიმზე.
• არ შეეხოთ წყლიან აბაზანას, ონკანს, ლითონის ნიჟარას, რადგან მეტალი და წყალი კარგი ელექტროგამტარია.

თუ ქუჩაში ვიმყოფებით?
ეცადეთ თავი შეაფაროდ უახლოეს შენობას
• თუ გარშემო შენობა ან რაიმე თავშესაფარი არ არის, მაშინ დაწექით მიწაზე რკალისებურ მდგომარეობაში. ძალიან საშიშია ამ დროს გამართული დგომა, მაგრამ მიწაზე დაწოლაც არ შეიძლება, რადგან სველი მიწა შესანიშნავი ელექტროგამტარია და შეიძლება მეხი მიიზიდოს.
• ტყეში ყოფნისას არასდროს დადგეთ ცალკე მდგომი ხის ქვეშ, განსაკუთრებით - მუხის, ფიჭვის, ნაძვისა და ალვის ხის ქვეშ.
• გაეცალეთ კოშკებს, მაღალ ხეებს, სატელეფონო და ელექტროსადენებს, ავტობუსის გაჩერებებს, ველოსიპედს, ლითონის საგნებს.
• არ ჩახვიდეთ ტბაში, მდინარეში, ზღვაში.
• მოიხსენით მეტალის ნივთები და სამკაულები.
თუ ავტომობილით მგზავრობთ და აღინიშნება ძლიერი ელ-ჭექი, გააჩერეთ მანქანა, ამოსწიეთ ყველა ფანჯარა, ჩაწიეთ რადიოანტენა და რაც მთავარია - არ გადახვიდეთ ავტომობილიდან.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი