21 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებს ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად საერთაშორისო ორგანიზაციებიც დააკვირდებიან.
დღეს რეგისტრაცია სამმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაიარა ესენია: ენდიაი, “ადამიანის უფლებების საერთაშორისო ორგანიზაცია” და “მალავის საარჩევნო კომისია”. დღესვე დარეგისტრირდა ადგილობრივი ორგანიზაცია “თავისუფალი ზონა”. ამ დროისთვის სულ რეგისტრაცია გავლილი აქვს რვა ადგილობრივ და სამ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციას.