“ღამის სერენადები”

29 აგვისტო 2017, 00:00 2178 ნახვა

''ღამის სერენადები'' გრძელდება. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის მეორე საკონცერტო დღეს მაყურებლის წინაშე გურფინკელების ოჯახი წარსდგა. კლარნეტისტი ძმები და მათი მამა დირიჟორი მიხაილ გურფინკელი ისრაელიდან ჩამოვიდნენ და ეს მათი პირველი კონცერტია ბათუმში. ღონისძიების მეორე ნაწილი ჯაზსს დაეთმო, რომელშიც მონაწილეობა უნდა მიეღო ''ღამის სერენადების'' დამფუძნებელს ლიანა ისაკაძეს, მას კომპოზიციები მეუღლესთან ერთად უნდა შეესრულებია, თუმცა ფესტივალის გახსნის დღეს ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მუსიკოსი თამაზ ჩაჩავა კონცერტის მიმდინარეობისას გულის შეტევით გარდაიცვალა.

ორგანიზატორებისა და ღონისძიების მონაწილეების გადაწყვეტილებით, საკონცერტო სერია გაგრძელდა და წლევანდელი ფესტივალი სწორედ მუსიკოს თამაზ ჩაჩავას ხსოვნას მიეძღვნა. ამჯერად პროგრამაში აღარ მონაწილეობს მსოფლიოში აღიარებული ქართველი მევიოლინე ლიანა ისაკაძე. ფესტივალის ფარგლებში, კიდევ ერთი კონცერტი ხვალ გაიმართება. 31 აგვისტოს კი ''ღამის სერენადები'' თბილისში, რუსთაველის თეატრში დასრულდება.     

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი