ჩრდილოეთ ოსეთში, ზემო ლარსის სასაზღვრო- გამშვებ პუნქტზე ქართული კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი ლიდერი დააკავეს. მისი ვინაობა არ სახელდება. ცნობილია მხოლოდ ის, რომ დაკავებული პირი საზღვრის გადაკვეთას ყალბი საბუთებით ცდილობდა. ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.
რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის განცხადებით, საზღვრის კვეთისას მან რუსეთის მოქალაქის პასპორტი წარადგინა, რამაც მესაზღვრეები დააეჭვა. დაკავებისას პირს რამდენიმე ყალბი დოკუმენტი აღმოაჩნდა. რუსული მედიის ინფორმაციით, ოპერატიულმა თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ დაკავებული საქართველოს მოქალაქეა, რომელიც როგორც საკუთარ ქვეყანაში, ისე რუსეთში რამდენჯერმეა ნასამართლევი.