სულიკო  თებიძე  კონსულტაციებს  ადასტურებს

28 აგვისტო 2017, 00:00 3091 ნახვა

იქნება თუ არა „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის პირველი ნომერი, სულიკო თებიძე ეს რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი. აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრის მოადგილე კონსულტაციებს ადასტუტურებს. ამბობს რომ მას პარტიის წარმომადგენლები ესაუბრნენ. მისივე თქმით, კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერ-ჯერობით მიღებული არ არის.

სულიკო თებიძე 25 წლის განმავლობაში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.  1986-2011 წლებში სხვადსხვა სკოლაში მათემატიკისა და ინფორმატიკის მასწავლებელი იყო. ასევე სასწავლო დაწესებულების დირექტორის პოზიციაზეც მუშაობდა. 2012 წლიდან ის აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინიტრის პირველი მოადგილეა.

ცნობილია რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბს ბათუმში ირაკლი ჭეიშვილი უხელმძღვანელებს. გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი გუნდის ბათუმის მერობის კანდიდატი სავარაუდოდ ლაშა კომახიძე იქნება, რომელიც აჭარის სოფლის მეურნეობის მოქმედი მინისტრია.

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში