მილიონ-ნახევარი ლარი საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის

28 აგვისტო 2017, 00:00 2636 ნახვა

მილიონ-ნახევარი ლარი საშობაო-საახალწლო დღეებში ქალაქის გაფორმებისთვის. მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. მიუხედავად იმისა, რომ ახალი ნაძვის ხე თვითმმართველობამ გასულ წელს შეიძინა, ღონისძიების დაფინანსების ხარჯები წელს არ შემცირებულა.

მერიაში ამბობენ, რომ ამ თანხით სხვადასხვა ქუჩაზე დეკორატიული განათებები დამონტაჟდება. არჩილ ვანაძის მტკიცებით, არსებული საახალწლო აქსესუარები მოძველებულია და ექსპლუტაციის ვადა ამოწურული აქვს. საფინანსო-ეკონომიკურ სამსახურში აცხადებენ, რომ პროექტი 2 წლიანია და წელს დაახლოებით 600 ათასი ლარი გამოიყოფა.

ერთი კვირის წინ მერიამ ბიუჯეტში ცვლილება შეიტანა და საახალწლოდ ქალაქის გაფორმებისთვის დამატებით 400 ათასი ლარი გამოყო.

 

ამავე კატეგორიაში