„თავიდან ავიცილეთ დიდი უბედურება.ჩვენი სამივე მფრინავი არის ჯანმრთელად, მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“ - ინციდენტის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს. გიორგი მღებრიშვილის თქმით, ვერტმფრენმა ტექნიკური შემოწმება 2 დღის წინ, თბილისში გაიარა და საფრენს აპარატს არანაირი პრობლემა არ ჰქონია. შემთხვევის ადგილას ექსპერტ -კრიმინალისტები მუშაობენ, მიმდინარეობს გამოძიება.
„ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის პრევენციული დამუშავებისას ხელოვნურად შექმნილი ავზიდან წყლის აღების დროს ჩვენმა, შსს-ს კუთვნილმა ვერტფრენმა მი -8-მ განახორციელა ავარიული დაშვება წყალზე, ვერტმფრენს კალათა უკვე სავსე ჰქონდა წყლით, მან ვერ მოახერხა ხმელეთზე გადასვლა და პილოტები იძულებულები გახდნენ, რომ წყალზე დაესვათ აპარატი, რის შემდგომ ვერტმფრენმა ვერ შეინარჩუნა წონასწორობა და გადაბრუნდა გვერდზე. ეს ის ბორტია, რომელმაც 600-მდე შემოფრენა გააკეთა ამ რამდენიმე დღის განმავლობაში, 600 -ჯერ დაასხა წყალი სხვადასხვა კერას და 1300 ტონა წყალი გამოიყენა. ვფიქრობ, ეს ბიჭები გმირები არიან და მათ დღეს კიდევ დაამტკიცეს მათი გმირობა იმით, რომ არ დაიბნენ და დიდი უბედურება ავიცილეთ თავიდან“- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.