ვითარება  სტიქიის  ზონაში

25 აგვისტო 2017, 00:00 3064 ნახვა

ბორჯომის ხეობაში დილიდან განაახლეს მუშაობა ვერტმფრენებმა. ღამის განმავლობაში, ქარის გამო იმ კერების ნაწილი ხელახლა აალდა, რომლის ლოკალიზებაც მეხანძრეებმა მოახერხეს. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. 6 ვერტმფრენის და თვითმფრინავის გარდა, სტიქიის ზონაში მომუშავეებს დღეს დილით ქართველი სამხედრო მოსამსახურეები შეუერთდნენ.

შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები ბორჯომის ხეობაში ცოტა ხნის წინ ჩავიდნენ. ტყეში ცეცხლის ყველა კერასთან გაყვანილია გზები და ხანძრის ეპიცენტრში ცოცხალი ძალის მუშაობა შესაძლებელია. ცეცხლის საბოლოო ჩაქრობამდე საგანგებო შტაბი ბორჯომის ხეობაში მუშაობას აგრძელებს.

 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში