ბათუმი-სარფის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ქვეითს ავტომობილი დაეჯახა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაშავებული 35 წლამდე ასაკის კაცი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანა. მორიგე ექიმის ინფორმაციით, მას მკერდის მსუბუქი დაჟეჟილობა აღენიშნებოდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით აღიძრა, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.
თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი