სპორტი მთავარში

24 აგვისტო 2017, 00:00 2084 ნახვა

1. საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა აკროპოლისის თასის პირველ შეხვედრაში   მასპინძელი გუნდი - საბერძნეთის ნაკრები ანგარიშით 72:71 დაამარცხა. შეხვედრა  საკმაოდ დაძაბული  გამოდგა, მატჩის მიწურულს გიორგი ცინცაძის მიერ ნასტყორცნი „სამ ქულიანი“  აღმოჩნდა გამარჯვების მომტანი საქართველოს ნაკრებისთვის. რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მეორე შეხვედრა ჩვენი ნაკრების მონაწილეობით აკროპოლისის თასზე, ილია ზუროსის გუნდმა სერბეთის ეროვნულ ნაკრებთან მარცხი განიცადა. 

2. გუშინ  დასრულდა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო პლეი-ოფები. აზერბაიჯანული ყარაბახი გახდა პირველი კავკასიური  კლუბი, რომელმაც უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მომდევნო ეტაპზე გავიდნენ მოსკოვის ცსკა, ლივერპული, სპორტინგი და აპოელი.ცოტა ხნის წინ დასრულდა ჯგუფური ეტაპის კენჭისყრა მონაკოში. კენჭისყრის შედეგად გუნდები ჯგუფებში ასე გადანაწილდნენ: უეფას ვერსიით ევროპის საუკეთესო ფეხბურთელად პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ დასახელდა.  

3. მადრიდის რეალმა სანტიაგო ბერნაბეუს თასი მოიგო. სამეფო კლუბი ამ ტიტულს 27-ედ დაეუფლა. ბერნაბეუს თასის 38 გათამაშების ფინალში ზინედინ ზიდანის გუნდმა ფიორენტინას ანგარიშით 2:1  სძლია. იტალიელები დასაწყისში ვერეტომ დააწინაურა, მადრიდელთაგან კი გოლები მაიორალამ და რონალდუმ გაიტანეს. პორტუგალიელის მიერ გატანილი გოლი ულამაზესი გამოდგა. მადრიდის რეალი ტურნირის გამარჯვებული ზედიზედ მეთორმეტედ გახდა.   

4. ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე ჩეხეთის ქალაქ რაჩიცეში მიმდინარე ნიჩბოსანთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა. ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა ნადირაძემ ერთადგილიანი კანოეთი 200 მეტრ დისტანციაზე შესარჩევ გაცურვაში საუკეთესო მაჩვენებელი 39.986 წმ დააფიქსირა. საქართველოს სახელით ჩეხეთში მარიამ ქერდიკაშვილი და ნატო ჩხუტიაშვილი იასპარეზებენ. ფინალური ეტაპი 26 აგვისტოს გაიმართება. 

5. ხელვაჩაურის მაჭახელა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის მეორე წრისთვის ემზადება. გუნდმა 5 ახალი ფეხბურთელი დაიმატა.  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტისა და გამგეობის დახმარებით ახალ სოფლის სტადიონისა და კომპლექსის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. ამ ეტაპზე მაჭახელა 32 ქულით მეორე ადგილზე იმყოფება. ხვალ 17 საათზე საათზე მაჭახელა  მატჩს წყალტუბოში ადგილობრივ სამგურალთან გამართავს. წყალტუბოელები  28 ქულით 4 ადგილზე იმყოფებიან.

ამავე კატეგორიაში