''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადება

24 აგვისტო 2017, 00:00 1805 ნახვა

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ბათუმის საკრებულოს წევრი ქალაქის ტერიტორიაზე მოუწესრიგებელ ატრაქციონებს აპროტესტებს.  ნოდარ დუმბაძის თქმით, ქალაქის რამდენიმე მონაკვეთზე, მათ შორის ჯავახიშვილის 69 ნომერში დაზიანებულია ატრაქციონები და დაბინძურებულია ქუჩები.  
 

აიპი “ბათუმი კორპუსის” დირექტორის განმარტებით, მიმდინარე წელს ბათუმში 61 მისამართზე განახლდა და მოეწყო ატრაქციონები, რისთვისაც 532 ათასი ლარი დაიხარჯა. ზურაბ ნაკაიძე ამბობს, რომ ჯავახიშვილის ქუჩაზე  არსებული ატრაქციონი სამომავლო პრიორიტეტებში შევა. რაც შეეხება დასუფთავებას, მერიის სანდასუფთავების სამსახურში აცხადებენ, რომ ტერიტორიას კანონის შესაბამისად, თვეში 3 ჯერ ასუფთავებენ.  

ამავე კატეგორიაში