უსაფრთხოების ზომები ბარსელონაში

24 აგვისტო 2017, 00:00 2026 ნახვა

ბარსელონის ტერაქტის მსგავსი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გერმანიაში ქალაქ კიოლნის ხელისუფლება უსაფრთხოების ზომებს ამკაცრებს.

კერძოდ, ქალაქის ტაძართან მისასვლელ გზაზე სამართალდამცველებმა ქვის ბლოკები დადგეს. ამ ტერიტორიაზე ავტომობილით მისასვლელ ერთადერთ გზაზე კი 24-საათიანი რეჟიმით პოლიციის მანქანა იმორიგევებს.

ქვის ბარიერები ტაძრის კოშკების ნაწილია, რომელიც რეკონსტრუქციის მიმდინარეობისას მოხსნეს და ამ დრომდე სახელოსნოში ინახებოდა. 17 აგვისტოს ბარსელონის რამბლას ბულვარსა და კამბრილსში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა 15 და დაშავდა 130-მდე ადამიანი. 

ამავე კატეგორიაში