აფეთქება კობალაძის 11 ნომერში, საცხოვრებელ ბინაში გაზის ბალონი რამდენიმე წუთის წინ აფეთქდა. როგორც ბათუმის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორმა გვითხრა, შემთხვევის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა.ერთს ქვედა კიდურების დამწვრობა აქვს, რომელსაც სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო მეორე დაშავებული ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ჩვენ ვცდილობთ მოვიპოვოთ დამატებითი ინფორმაცია დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მივიღოთ კომენტარი რა მუხლით დაიწყო გამოძიება.