ბენზინით სავსე ბიდონები სტიქიის ზონაში

23 აგვისტო 2017, 00:00 2039 ნახვა

ბორჯომის ტყეში, სტიქიის ზონაში ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს, -ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ.  უწყების ცნობით, ფაქტის გამოძიება ბორჯომის ხეობაში, სოფელ დაბასთან ხანძრის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში მოხდება.

ფოტო სოციალური ქსელით თვითმხილველმა გაავრცელა. აკა სინჯიკაშვილი დღესვე დაიკითხა ბორჯომის პოლიციაში, თუმცა კომენტარი მედიასთან არ გაუკეთებია. დღეს ამ საკითხზე დასმულ კითხვებს, არც ოფიციალურმა პირებმა უპასუხეს. 

ამავე კატეგორიაში