სტიქიის ზონებში ხანძრის ლიკვიდაციაში სამხედრო ძალა ერთვება

23 აგვისტო 2017, 00:00 1722 ნახვა

სტიქიის ზონებში ხანძრის ლიკვიდაციაში სამხედრო ძალა ერთვება. პარლამენტმა სამხედრო ძალების გამოყენების შესახებ პრეზიდენტის აქტი ხმათა უმრავლესობით 116 ხმით მიიღო.

ხანძრის კერების ლიკვიდაციისა და შემდგომი ლოკალიზების მიზნით, ასევე მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად იქნება გამოყენებული სამხედრო ძალა. სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით პრემიერმა პრეზიდენტს გუშინ მიმართა. გიორგი მარგველაშვილმა კი აქტის მხარდასაჭერად პარლამენტის რიგგარეშე სხდომა მოიწვია.

თეონა ხარაბაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში