საპროტესტო აქცია

10 ივნისი 2016, 00:00 4112 ნახვა

მსჯავრდებულ გიორგი პაპიძის ოჯახის წევრებმა სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით მორიგი აქცია ახალსოფლის ცენტრში გამართეს. ისინი პროკურორთან შეხვედრას და საქმის ხელახალ გადახედვას ითხოვდნენ. ოჯახის წევრები ამბობენ, რომ გიორგი პაპიძე უდანაშაულოა და სასჯელს უსამართლოდ იხდის. მათი ინფორმაციით, ბოლო აქციის შემდეგ პროკურორის მოადგილეს შეხვდნენ და მისგან დახმარების პირობა მიიღეს, თუმცა უშედეგოდ. აქციის მონაწილეებმა დღეს პროეტესტის ნიშნდად მაგისტრალი გადაკეტეს, რის გამოც საავტომობილო მოძრაობა შეფერხებული იყო. ადგილზე საპატრულო პოლიცია იყო მობილიზებული. მოგვიანებით აქციის მონაწილეებს ხელვაჩაურის პოლიციის უფროსი შეხვდა და პაპიძის ოჯახის წევრებს პროკურორთან შეხვედრის პირობა მისცა. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, აღნიშნული შეხვედრა ანზორ უსტიაშვილთან ამ წუთებში მიმდინარეობს. შეგახსენებთ, გიორგი პაპიძე 2014 წელს ქურდობის ბრალდებით დააკავეს, მას 4 წლით პატიმრობა მიესაჯა. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი