ავარია ქობულეთში

23 აგვისტო 2017, 00:00 3393 ნახვა

ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  სისხლის სამართლის კოდექსის  276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ტრასპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

შემთხვევა ამ დილით მოხდა. დაშავებულია 28 ადამიანი.   ერთმანეთს ორი  მიკროავტობუსი ქობულეთის შესასვლელთან, ავტობანზე   შეეჯახა. როგორც საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიას აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ უთხრა, დაშავებულები სხვადასხვა კლინიკაშია მოთავსებული და მათ სხვადასხვა სიმძიმის დაზიანებები აღენიშნებათ. მინისტრის თქმით,შესაძლოა  სამ დაშავებულს ქირურგიული ჩარევა დასჭირდეს.  ზაალ მიქელაძე, რომელიც ქობულეთში იმყოფება ამბობს, რომ  კლინიკებში სრული მობილიზაციაა.

ამავე კატეგორიაში