გარემოსდაცვითი მინისტერიალის ფარგლებში, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი ნიდერლანდებისა და მოლდოვის გარემოს დაცვის მინისტრებს, გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის აღმასრულებელ მდივანთან ერთად შეხვდა. მინისტრმა შეხვედრის მონაწილეებს საერთაშორისო პარტნიორების, ევროკავშირისა და გაეროს ევროპის ეკონომიკური კომისიის მხარდაჭერით განხორციელებული პროექტები გააცნო.