''გარემო ევროპისათვის'' - მინისტერიალი დასრულდა

10 ივნისი 2016, 00:00 5577 ნახვა

ბათუმი გაეროს გარემოსდაცვით რუკაზე. ევროპის ეკონომიკური კომისიის კონფერენციაზე ბათუმის დეკლარაცია მიიღეს. დოკუმენტში გაიწერა პუნქტები, რომელთა შესრულების ვალდებულებაც მინისტერიალის მონაწილე 56-ვე ქვეყნამ აიღო. დოკუმენტის მიხედვით, მთავარი ღონისძიებები, პან ევროპული ქვეყნებისთვის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესება, მწვანე ეკონომიკის განვითარება და მეტი განათლებაა მდგრადი განვითარებისთვის. დეკლარაცია რეგიონისთვის ნებაყოფლობითი ვალდებულებაა. გარემოზე მავნე ზეგავლენის შესამცირებლად დელეგატების ნაწილი მის საკანონმდებლო ნორმებად ქცევის ინიციატივით გამოვიდა. კიდევ ერთხელ შეჯამდა პან-ევროპული რეგიონის წევრი ქვეყნების ჰაერის მონიტორინგის შედეგები და დაზუსტდა დაბინძურების გამომწვევი ფაქტორები. ატმოსფეროსთვის მთავარ საფრთხედ კვლავ ტრანსპორტი დასახელდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში