სადავო ოფისი

21 აგვისტო 2017, 00:00 2437 ნახვა

სასამართლო დავა ბათუმის მერიასა და ნინო ბურჯანაძის პარტიას შორის. “დემოკრატიული მოძრაობა” იმ ოფისის შენარჩუნებას ითხოვს, რომელიც მუნიციპალიტეტმა, “ქრისტიან – დემოკრატიულ მოძრაობასთან” გაერთიანებულ ბლოკს 2011 წელს გადასცა. მას შემდეგ კანონი შეიცვალა. მერია კი შენობას ვერ იბრუნებს. პარტიის წევრები ითხოვენ საოფისე ფართი ქირით გადაეცეთ.

შენობის პარტიისთვის დათმობას აპროტესტებენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრები. ფიქრობენ რომ “დემოკრატიული მოძრაობა” არ უნდა იყოს პრივილეგირებულ მდგომარეობაში და მერიის კუთვნილი შენობით არ უნდა სარგებლობდეს, მითუმეტეს მაშინ როცა მერიის სამსახურებს, მაგალითად “ბათუმის დინამოს” და “ბათუმის სასაფლაოს” საოფისე შენობა საერთოდ არ აქვთ და იჯარას იხდიან. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი