C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში პაციენტთა ჩართვის კრიტერიუმები უქმდება და საქართველოს ნებისმიერ დაავადებულ მოქალაქეს დამატებითი კრიტერიუმის გარეშე შეუძლია ისარგებლოს პროგრამით. პაციენტს შესაძლებობა ექნება ღვიძლის დაზიანების ხარისხის მიუხედავად, სამკურნალო მედიკამენტები უსასყიდლოდ მიიღოს. ამ ეტაპზე პროგრამაში რეგისტრირებულია და მომლოდინე რეჟიმში იმყოფება 13 ათასი ადამიანი. პროგრამის გაფართოვების გამო აჭარაში დამატებითი ცენტრის გახსნა იგეგმება.