ხულოს საჯარო სკოლებში 25 საგნის პედაგოგზე ვაკანსიაა გამოცხადებული. როგორც შუახევის და ხულოს რესურსცენტრებში განმარტავენ , ვაკანტური პოზიციები ძირითადად უცხოენებში, მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებშია.
აჭარის განათლების სამინისტრომ „ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის“ პროგრამის ფარგლებში პედაგოგებს წელსაც არჩევს, პედაგოგები გარდა სახელფასო შრომითი ანაზღაურებისა, აჭარის განათლების სამინისტროსგან დამატებით 500 ლარს მიიღებენ.