''ხელოვნების ზღვა” - გამოფენას ამ სახელწოდებით აჭარის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მასპინძლობს. ერთი კონცეფციის ქვეშ სხვადასხვა თაობისა და მიმართულების ხელოვანები გაერთიანდნენ. 30-მდე ნამუშევარი: გრაფიკის, ფერწერის, ფოტო და ვიდეო ინსტალაციების სახითაა წარმოდგენილი და მისი ნახვა დამთვალიერებელს 2 დღის განმავლობაში შეეძლება.