დღეს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის დაბადების დღეა. მას დღეს 33 წელი შეუსრულდებოდა. თავდაცვის მინისტრმა გენერალური შტაბის უფროსმა და უწყების სხვა ხელმძღვანელმა პირებმა გიორგი ანწუხელიძის ხსოვნას პატივი მშობლიურ სოფელ ქვედა ალვანში მდებარე მემორიალთან მიაგეს.
ეროვნული გმირის დაბადების დღესთან დაკავშირებით, დღეს პირველად შეიარაღებული ძალების ისტორიაში 13 სამხედრო მოსამსახურე სამინისტროს უწყებრივი მედლით დაჯილდოვდა, რომელიც გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს. დღესვე ალვანში ლევან იზორიამ გიორგი ანწუხელიძის მშობლიური სკოლის შესასვლელ კედელზე მემორიალური დაფა გახსნა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე 9 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. 2008 წლის ნოემბრამდე სამხედრო მოსამსახურე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნეოდა.