''ნაციონალური მოძრაობის'' განცხადება

18 აგვისტო 2017, 00:00 2802 ნახვა

ნაციონალური მოძრაობა სარფში ზღვის დაბინძურებას აპროტესტებს. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის, მიშა ბოლქვაძის განცხადებით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, თურქეთის რესპუბლიკის მხარეს ზღვაში იყრება მიწის მასა და ნარჩენები, ზღვის დინებას კი ატალახებული წყალი ქართულ მხარისკენ მოაქვს.

ამ მიზეზით, სარფის პლაჟზე ტურისტების მნიშვნელოვან შემცირებას უჩივიან მოიჯარეებიც. ისინი ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ. აჭარის მთავრობაში აცხადებენ, რომ თურქულ მხარესთან კომუნიკაცია შედგა და პრობლემა უახლოეს ხანში მოგვარდება. 

ემზარ დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი