9 თვიანი განხილვა და დაუსრულებელი სასამართლო პროცესი - ხუთი კომერციული საწარმოს მართველობითი ფუნქციის განხორციელებაში, უკანონოდ შემოსავლების ლეგალიზებაში, დღგ-ს თანხების მითვისებასა და ყალბ საგადასახადო ანგარიშსწორებაში ბრალდებული ბეგლარ ფალავანდიშვილი წინასწარ პატიმრობაში რჩება. დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაცვის მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები მოისმინეს.
დაკავებულის ადვოკატი, ედიშერ მახარაძე ამტკიცებს, რომ პროკურატურას ბრალეულობის დამატასტურებელი დოკუმენტები სასამართლოსთვის ამ დრომდე არ წარუდგენია და მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა. ბრალდების მხარე კომენტარს არ აკეთებს. დაკავებიდან 9-თვიანი პატიმრობის ვადა ბრალდებულს 17 სექტემბერს ეწურება. მოსამართლე, დავით მამისეიშვილი საქმის განხილვის დასრულებას 15 სექტემბრისთვის ვარაუდობს. მორიგი პროცესი ხვალისთვისაა ჩანიშნული.