ოპოზიცია ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს იწუნებს

16 აგვისტო 2017, 00:00 2345 ნახვა

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები აჭარის საგზაო დეპარტამენტის სოფელ უჩამბაში ფერდსამაგრი სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაში ადანაშაულებენ. მირზა  თურმანიძის განცხადებით, უჩამბის გზაზე რამდენიმე თვის წინ აშენებული გაბიონი ჩამოშლილია, რაც საფრთხეს გადაადგილების დროს  ხუთი სოფლის მცხოვრებლებს უქმნის.

ოპოზიცია ხელისუფლებისგან დროულ რეაგირებას ითხოვს. როგორც აჭარის საგზაო დეპარტამენტში განმარტავენ, გაბიონი გაკეთებისთანავე,  გასულ წელს  ჩამოიშალა, მიზეზი კი მეწყრული პროცესები გახდა.  რაულ ბერიძე განმარტავს, რომ ტერიტორია სტიქიურად აქტიური ზონაა და დამატებითი ჩარევა ამ ეტაპზე შეუძლებელია. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი