ირაკლი ჩარკვიანის ისტორია

15 აგვისტო 2017, 00:00 2351 ნახვა

ირაკლი ჩარკვიანი/ისტორია – ცნობილ მუსიკოსს, კომპოზიტორს, პოეტსა და მწერალს “Black Sea Arena”-ზე საღამოს უძღვნიან. კონცერტი ცოტა ხნის წინ დაიწყო. წამყვანი მომღერლის მამა გელა ჩარკვიანია. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე “მეფედ” წოდებული ჩარკვიანის უცნობი ფოტო და ვიდეო მასალისგან შექმნილ ინსტალაციას გაუშვებენ.

კონცერტში ცნობილი მომღერლები და ჯგუფები მონაწილეობენ. ღონისძიება“Check In Gerogia”-ის ფარგლებში Bravo Records​ - ისა და “Altervision Group” - ის ორგანიზებით ტარდება. ირაკლი ჩარკვიანმა მუსიკალური მოღვაწეობა 1976 წელს დაიწყო, ჩაწერილი აქვს არაერთი ცნობილი სიმღერა და ალბომი. იგი 2006 წელს გარდაიცვალა. 

ამავე კატეგორიაში