პედაგოგთა ვაკანსია მაღალმთიანეთში

15 აგვისტო 2017, 00:00 4108 ნახვა

„ვასწავლოთ მომავალი წარმატებისთვის” - აჭარის განათლების სამინისტრო მაღალმთიანი აჭარის საჯარო სკოლებში, თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით განაცხადების მიღებას აგრძელებს. ვაკანსიები ძირითადად ინგლისურს, მათემატიკასა და  საბუნებისმეტყველო საგნებს  ეხება.

მონაწილეობის მსურველებს ორეტაპიანი შესარჩევი კონკურსის გავლა მოუწევთ, ერთ-ერთი მოთხოვნა მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილებაა. დასაქმებული პედაგოგები გარდა სახელფასო შრომითი ანაზღაურებისა, აჭარის განათლების სამინისტროსგან დამატებით 500 ლარს მიიღებენ. 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში