ღამით ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი

15 აგვისტო 2017, 00:00 4766 ნახვა

გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელების გამო, ღამით ამინდის პირობები მკვეთრად გაუარესდა. აჭარის სანაპირო ზოლში 54 მმ ნალექი მოვიდა.


ღამით ამინდი ისევ გაუარესდება, მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია ძლიერი. უხვი ნალექის და მეტეოროლოგიური პარამეტრების  ცვლილების მიუხედავად, ზღვაზე შტორმული სიტუაცია არ შეიქმნება და შენარჩუნდება სუსტი ღელვა. დღისით ნალექი შეწყდება და გამოიდარებს.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში