საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით კონსულტაციების კიდევ ერთი ეტაპია მოსალოდნელი. შესაძლოა, განხილვის ერთ-ერთი თემა საარჩევნო ბარიერი გახდეს. საუბარია 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ბარიერის საერთოდ გაუქმებაზე.
ბარიერის გარეშე არჩევნების ჩატარებას ოპოზიციის ნაწილი მიუღებლად მიიჩნევს. მათი თქმით, ეს არის სატყუარა პატარა პარტიებისთვის, ოპოზიციის განმარტებით, პარლამენტი იქნება მრვალპარტიული და უფუნქციო. მათი თქმით, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საარჩევო ბლოკების შენარჩუნება.