შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ფხენიანი გააფრთხილა, თუ ჩრდილოეთ კორეა გუამის კუნძულზე სარაკეტო იერიშს განახორციელებს, ეს ომს გამოიწვევს.
პარალელურად, ჩინეთმა გაეროს სანქციების იმპლემენტაციის ფარგლებში, ფხენიანს რკინის, ნახშირისა და ზღვის პროდუქტების იმპორტზე აკრძალვა დააწესა. პეკინმა ზეწოლის გაზრდის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც შეერთებულმა შტატებმა ის უმოქმედობაში დაადანაშაულა.