ირაკლი ჩარკვიანის ისტორია

15 აგვისტო 2017, 00:00 1498 ნახვა

"ირაკლი ჩარკვიანი - ისტორია"  - დღეს  "ბლექ სი არენა"-ზე ირაკლი ჩარკვიანის საღამო გაიმართება, სადაც მუსიკოსის ყველაზე პოპულარული სიმღერები შესრულდება. კონცერტის მსვლელობისას სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე მუსიკოსის უცნობი ფოტოებისა და ვიდეო მასალისგან შექმნილი ინსტალაციებს წარმოადგენენ.

საღამოს გელა ჩარკვიანი წაიყვანს. კონცერტში სხვადასხვა  შემსრულებლებთან ერთად მონაწილეობას „საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“ მიიღებს. ირაკლი  ჩარკვიანის  საღამო პროექტის ''ჩექ ინ ჯორჯია-ს'' ფარგლებში იმართება.

ამავე კატეგორიაში