ხულოს მუნიციპალიტეტში მეწყრული პროცესების შესაჩერებლად ფერდსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს. გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე დამეწყრილ ტერიტორიებზე საყრდენი კედლის ჩამოსხმისთვის ამ ეტაპზე 150 ათასი ლარის სამუშაოები განხორციელდა. სამუშაოები 50-მდე ლოკაციაზე ჩატარდება და წლის განმავლობაში მეწყერ საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩასატარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება.