ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, მებაჟე ოფიცრებმა, თელავივი-ბათუმის რეისის მგზავრის, ისრაელის მოქალაქის და ლონდონი-ქუთაისის რეისის მგზავრის, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის ბარგის დათვალიერებისას, ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები აღმოაჩინეს.
საქმეთა მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაეცა.