,,აჭარა, ტურისტულ-მხარეთმცოდნეობითი რესურსები“-წიგნის პრეზენტაცია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. იგი 10 თავისგან შედგება და მასში რეგიონის კულტურაზე, ეკონომიკასა და ბუნებაზეა საუბარი. 17 ავტორი წიგნზე თითქმის 3 წელი მუშაობდა. სახელმძღვანელოს მიზანი ტურიზმის მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაა.