საქართველოს თავდაცვის მინისტრი ავღანეთშია. ლევან იზორია გენშტაბის უფროსთან ერთად 3 აგვისტოს ბაგრამის საავიაციო ბაზასთან თავდასხმის შედეგად დაღუპული მდინარი ბებიაშვილის თანამებრძოლებს შეხვდა.
თავდასხმის შედეგად მსუბუქად დაშავებულ ორ სამხედრო მოსამსახურეს, კაპრალებს გელა ხელაძეს და გოდერძი ხარშილაძეს თავდაცვის მინისტრმა მედლები „საბრძოლო იარისთვის“ გადასცა. ლევან იზორია „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის მეთაურს გენერალ ჯონ ნიკოლსონს და გენერალ მურად სელჩუკს შეხვდა. გენერლებმა ავღანეთის სამშვიდობო მისიაში ქართველი სამხედროების წვლილი კიდევ ერთხელ აღნიშნეს.