ქვიშის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატის კენჭისყრა გაიმართა, რომელიც ბათუმში 30-31 აგვისტოს ჩატარდება. მასში მონაწილეობას ქვეყნის 8 გუნდი მიიღებს. მათ შორის სამი ბათუმიდან. საქართველოს მოქმედი ჩემპიონი ბათუმის “დინამო”, ბათუმის საზღვაო აკადემიისა და რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდები.
წელს პირველად ჩემპიონატი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ეგიდით ტარდება. ტურნირში გამარჯვებული სპორტსმენებით, საქართველოს ნაკრები დაკომპლექტდება, რომელიც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებთან ერთად ოლიმპიადისთვის მოემზადება.