სამხედრო დღე

13 აგვისტო 2017, 00:00 1910 ნახვა

პროექტის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ ფარგლებში შაორის ბანაკში სამხედრო დღე გაიმართა. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალმა, და III ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა ქართული ჯარის, სამხედრო განათლების და საერთაშორისო მისიებში სამხედრო კონტინგენტის მონაწილეობის მნიშვნელობასა და მიღებული გამოცდილების შესახებ ისაუბრეს.

ჯარისკაცებმა მოზარდებს ექსტრემალურ სიტუაციაში თვითგადარჩენის უნარებიც გააცნეს. სამხედრო ინსტრუქტორებმა მათ დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის ხერხები ასწავლეს. 100 მეტრის და 45 მეტრი სიგანის მოედანზე, სამ ზოლიან წინაღობის დაძლევაში მოზარდები ერთმანეთს წონითი კატეგორიის მიხედვით შეეჯიბრნენ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი